ჩავი: "რეალთან" რვაქულიანი უპირატესობა ანეკდოტი სულაც არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ხუთი ტურის შემდეგ ჩემპიონატში, მადრიდის "რეალთან" ჭიდილში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "სამეფო კლუბს" 8 ქულით უსწრებს.

"ჩვენთვის ჩემპიონატი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ახლა წნეხის ქვეშ უკვე "რეალია".

ჩვენმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი ლიდერია როგორც საფეხბურთო, ისე ადამიანური ასპექტებით.

რაც შეეხება "რეალთან" ქულათა სხვაობას, ეს ანეკდოტი სულაც არაა და საკმაოდ სერიოზული უპირატესობაა. ახლა საჭიროა, ჩვენ ის გამოვიყენოთ"
, - თქვა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული