მასპინძელთაგან თავი ორივეჯერ ლიონელ მესიმ გამოიჩინა, ხოლო სტუმრებიდან - კრიშტიანო რონალდომ. ტიტო ვილანოვა ვერ გახდა "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე კარგი სტარტის ერთპიროვნული მფლობელი. სამაგიეროდ, მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტთან 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
ამასობაში კი "ატლეტიკომ" მოიგო და ქულებით "ბარსას" გაუთანაბრდა.
ტიტო რეკორდს ვერ შეწვდა, მაგრამ +8 ქულა შერჩა
ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როცა რონალდომ ახლო კუთხეში გაუტანა ვიქტორ ვალდესს. 8 წუთში
მეორე ტაიმში "ბარსა" დაწინაურდა, მას მერე, რაც მესიმ უნაკლოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
მაგრამ ხუთ წუთში მესუთ იოზილის შესანიშნავი პასის წყალობით, კრიშტიანომ დუელი კიდევ ერთხელ მოუგო ვალდესს.
დამაინც, ბოლოს "ბარსა" ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ 88-ე წუთზე მონტოიამ, რომელიც ტრავმირებული დანი ალვეშის ნაცვლად შევიდა მოედანზე, ბურთი ხარიხას გაარტყა.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ეს ორი ფეხბურთელი (რონალდო და მესი), უბრალოდ, სხვა პლანეტიდან არიან და მათი შედარება ძნელია.
მოუ ძალიანაც არ აბუქებს - მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა - ის "ბარსას" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "კამპ ნოუზე" 100 გოლი გაიტანა! კრიშტიანო რონალდო კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 6 კლასიკოზე გაიტანა!
სირცხვილი ჩამორეცხილია
"ელვებმა" ვალიადოლიდური სირცხვილი (1:6 წინა ტურში) ჩამოირეცხეს - შინ "დეპორტივო" 2:1 დაამარცხეს.
პაკო ხემესს სამი მცველით აღარ უთამაშია და უკვე ნახევარი საათის შემდეგ "რაიო" 2:0-ს იგებდა. ჯერ ლეო კარილიოს ჩაწოდებას პიტი გამოეხმაურა, შემდეგ კი ხოსე კარლოსმა კლუბში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ტაიმის მიწურულს ალექს ბერგანტინიოსის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც პიციმ გოლად აქცია.
"ელვებმა" 4-თამაშიანი წარუმატებელი სერია დაასრულეს. რომ არა არანსუბია, "დეპორი" უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა. მან დელიბაშიჩის და ხოსე კარლოსის სახიფათო დარტყმები მოიგერია.
ცხრით ათი
"ხეტაფემ" 9-კაციან "სარაგოსას" დიეგო კასტროს პენალტის წყალობით მოუგო. ნდრი რომარიკი ისე ეუხეშა მე-9 წუთზევე მეჰდი ლასენს, რომ მას მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ მადრიდელებმა მთელი საათი ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა - მანამ, სანამ ალვარომ საჯარიმოში პედრო ლეონი არ მოცელა, თავად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა.
11 კაცით ბრძოლა არც სტუმრებს დაუსრულებიათ, ბარადამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეტისმეტად იუხეშა ხოსე მარის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ "მარკამ" შეხვედრის არბიტრ მუნის ფერნანდესს 10-ბალიანი სისტემით ნულიანი დაუწერა!
10 წუთი პირველ მოგებამდე
"ესპანიოლს", რომელიც ნახევარი შეხვედრა 10 კაცით თამაშობდა, 10 წუთი დააკლდა სეზონის პირველ მოგებამდე, მაგრამ "ვალიადოლიდის" ნახევარმცველის, ოსკარ გონსალესის თავურმა ფრე დააფიქსირა - 1:1.
პირველ ტაიმში სტუმრები სჯობდნენ მასპინძლებს, მაგრამ ტაიმი კატალონიელებისთვის ცუდად დასრულდა, ვიქტორ ალვარესმა ორ უმნიშვნელო ეპიზოდში თითო ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმი "ესპანიოლს" რიცხვმცირეს მოუწია თამაში.
დამაინც, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ლონგოს წაქცევისთვის პენალტი ვერდიუმ გაიტანა. მატჩის ბოლოს ფერნანდეს ბორბალანმა "ესპანიოლის" გოლი თამაშგარე მდგომარეობის მომიზეზებით გააუქმა.
"ესპანიოლი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრიმერაში ჯერ არ მოუგია.
ენერგოკრიზისი ესპანეთში
"ბეტისმა" სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა, სევილიელთა გოლები მცველმა პაულაუმ და რუბენ კასტრომ გაიტანეს.
მასპინძლები გამარჯვებას მეკარე ადრიანსაც უნდა უმადლოდნენ, რომელმაც რამდენიმე "მკვდარი" ბურთი აიღო.
გამარჯვებულებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, თუმცა მარიო მატჩის მიწურულს გააძევეს და ამით "რეალ სოსიედადმა" ვეღარ იხეირა.
სხვათა შორის, "ბენიტო ვილიამარინზე" თამაში 17 წუთის დაგვიანებით დაიწყო, განათების გამორთვის გამო.
ნიგერიელი იგებს ვალენსიურ დერბის
ობაფემი მარტინსის დამატებით "ლევანტე" ერთიორად გაძლიერდა - ეს ვალენსიურ დერბიში აშკარად გამოჩნდა, რომელიც ქალაქის უფრო მოკრძალებულმა გუნდმა ნიგერიელის გოლის წყალობით მოიგო - 1:0.
"ვალენსიას" მთავარი პრობლემა გუნდში ლიდერის არყოფნაა - ისე, როგორც არასდროს აკლია "ღამურებს" ტრავმირებული ევერ ბანეგა.
სხვა მატჩებში "მალიორკა" შინ "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა, ბილბაოს "ატლეტიკმა" "ოსასუნას" მოკრძალებული ანგარიშით მოუგო - 1:0.
რადამელ ფალკაომ მატჩის სტარტზევე გაიტანა მე-8 გოლი ჩემპიონატში, მაგრამ როკე სანტა კრუსმა ტაიმის დასრულებამდე გაქვითა.
მატჩი თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "ვისენტე კალდერონმა" ბოლო წუთზე "იფეთქა" - რადამელ ფალკაომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ეს "მალაგას" პირველი მარცხია ჩემპიონატში, "ატლეტიკოს" კი 19 ქულა დაუგროვდა, როგორც "ბარსას".
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
ვალეკანო-დეპორტივო 2:1
რაიო ვალეკანო (4-1-4-1): რუბენი - ტიტო, ლაბაკა, ამატი, კასადო - ფუეგო - ხოსე კარლოსი, დომინგესი (62. ადრიანი), ლეო კარილიო, პიტი (63. ლ. ბანგურა) - დელიბაშიჩი (70. ბილე ნილსენი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, მარჩენა, ზე კაშტრო (75. აიოსე), ევალდო (47. ოლივეირა) - აგილარი, ბერგანტინიოსი - გამა, ვალერონი (53. კამუნიასი), პიცი - რიკი.
გოლები: 1:0 პიტი (18), 2:0 ხოსე კარლოსი (29), 2:1 პიცი (41-პენ)
გაფრთხილება: ლაბაკა, ტიტო, დომინგესი, რუბენი, კასადო, ამატი, დელიბაშიჩი, ნილსენი - რიკი, ბერგანტინიოსი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14-10 (5-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 12 500
სარაგოსა-ხეტაფე 0:1
სარაგოსა (4-4-1-1): რობერტო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - ვ. როდრიგესი (14. მოვილია), ხოსე მარი, რომარიკი, მონტანიესი (54. სუკულინი) - არანდა (66. აპონიო) - პოშტიგა.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი, რაფა, მ. ტორესი - ხ. ტორესი, ლასენი (23. პედრო ლეონი) - ლაფიტა (59. გავილანი), ბარადა, დ. კასტრო - ა. ვასკესი (69. ალკასერი).
გოლი: 0:1 დ. კასტრო (64-პენ)
გაფრთხილება: სეპუნარუ, ხოსე მარი, პოშტიგა, რობერტო, აბრაამი - აბრაამი, ტორესი
გაძევება: რომარიკი (9), ალვარო (62), ბარადა (84)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 18-27; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-17 (6-10); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000
ვალიადოლიდი-ესპანიოლი 1:1
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო (71. გერა), ვ. პერესი - ებერტი, ოსკარი, ბუენო (63. ომარი) - მანუჩო.
ესპანიოლი (4-4-1-1): კ. ალვარესი - რ. როდრიგესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - რუი ფონტე (65. ხ. ლოპესი), ფორლინი, ვ. სანჩესი, ვაკასო (82. კ. გომესი) - ვერდიუ - ლონგო (72. სტუანი).
გოლები: 0:1 ვერდიუ (70-პენ), 1:1 ოსკარი (81)
გაფრთხილება: რუკავინა, სერენო - ვ. ალვარესი, კ. ალვარესი, ვ. სანჩესი, ფორლინი, ვერდიუ, რუი ფონტე
გაძევება: ვ. ალვარესი (45)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 12-14 (6-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 17 500
ბეტისი-სოსიედადი 2:0
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ნელსონი, პაულაუ, მარიო, ა. მარტინესი - კანიასი, ბენიატი - პოსუელო (62. რ. პერესი), ნოსა (56. აგრა), ხუან კარლოსი (75. ნაჩო) - რ. კასტრო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (69. იფრანი), გრიზმანი - ველა (69. გ. კასტრო).
გოლები: 1:0 პაულაუ (18), 2:0 რ. კასტრო (80)
გაფრთხილება: ა. მარტინესი, ბენიატი, მარიო, აგრა, პერესი - გრიზმანი, ესტრადა
გაძევება: მარიო (88)
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 12-17 (4-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 35 000
ლევანტე-ვალენსია 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, იბორა (69. მიჩელი) - ელ ჟარი (71. რიოსი), ბარკერო, ხუანლუ (71. რუბენ გარსია) - მარტინსი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა (76. ბარაგანი), რამი, რუისი, სისოკო - გაგო, ტ. კოსტა (62. პარეხო) - გუარდადო, ჟონასი (68. ვალდესი), ვიერა - სოლდადო
გოლი: 1:0 მარტინსი (22)
გაფრთხილება: ბალესტეროსი, ხუანლუ, მარტინსი, მიჩელი, მუნუა - რუისი, კოსტა, ჟონასი, ვიერა, ვალდესი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-12 (4-4); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 16 000
მალიორკა-გრანადა 1:2
მალიორკა (4-4-2): ავატე - ნსუე, ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - მ. პერეირა, ჟოაო ვიქტორი (14. მარტი), პინა (67. ნ. ფერნანდესი), ალფარო (57. არისმენდი) - ჰემედი, ვიქტორი.
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა (42. ანგულო) - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (83. ხუანმა ორტისი), ბრაიმი, ორელიანა - ელ-არაბი (88. ფლორო ფლორესი).
გოლები: 0:1 ელ-არაბი (65), 0:2 ტორჟე (76), 1:2 ჰემედი (86)
გაფრთხილება: პერეირა, არისმენდი - ბრაიმი, ლოპესი
გაძევება: ნსუე (65), ბრაიმი (67)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-10 (5-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 16 000
ბილბაო-ოსასუნა 1:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ეკიზა, კასტილიო (74. აურტენეჩე) - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, ანდერი (78. სან ხოსე), მუნიაინი - ადურისი (69. ფ. ლორენტე).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, ლოლო, არიბასი, დამია - ანანი (30. პუნიალი), ტიმორი - სისი (30. ლამა), ნინო, არმენტეროსი - ხ. ლორენტე (63. კიკე სოლა).
გოლი: 1:0 ადურისი (11)
გაფრთხილება: ეკიზა, მუნიაინი, ადურისი - ოიერი, დამია, პუნიალი, არმენტეროსი
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 18-16 (8-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000
ბარსელონა-რეალი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (28. მონტოია), მასკერანო, ადრიანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (61. სანჩესი) - პედრო, მესი, ინიესტა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (87. ესიენი), იოზილი (79. კაკა), რონალდო - ბენზემა (61. იგუაინი).
გოლები: 0:1 რონალდო (23), 1:1 მესი (31), 2:1 მესი (61), 2:2 რონალდო (66)
გაფრთხილება: პედრო, ბუსკეტსი - ჩაბი ალონსო, იოზილი, პეპე, არბელოა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-10 (2-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 95 000
ატლეტიკო-მალაგა 2:1
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, ემრე (59. კ. როდრიგესი), გაბი - არდა თურანი (91. ტიაგო), ფალკაო, ადრიან ლოპესი (68. რაულ გარსია).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, იტურა (60. რესიო) - ხოაკინი, ისკო (77. პორტილიო), ელიზეუ - სანტა კრუსი (46. სავიოლა)
გოლები: 1:0 ფალკაო (6), 1:1 სანტა კრუსი (36), 2:1 ფალკაო (90)
გაფრთხილება: ფილიპე ლუიში, არდა თურანი, სუარესი, ფალკაო - კამაჩო, იტურა, მონრეალი
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 25-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-8 (3-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 000
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი |
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბარსელონა | 7 | 6 | 1 | 0 | 19-7 | 19 |
2. | ატლეტიკო | 7 | 6 | 1 | 0 | 18-8 | 19 |
3. | მალაგა | 7 | 4 | 2 | 1 | 11-4 | 14 |
4. | ბეტისი | 7 | 4 | 0 | 3 | 12-13 | 12 |
5. | რეალი | 7 | 3 | 2 | 2 | 14-7 | 11 |
6. | მალიორკა | 7 | 3 | 2 | 2 | 8-6 | 11 |
7. | სევილია | 7 | 3 | 2 | 2 | 8-7 | 11 |
8. | ვალიადოლიდი | 7 | 3 | 1 | 3 | 11-7 | 10 |
9. | ხეტაფე | 7 | 3 | 1 | 3 | 8-10 | 10 |
10. | ვალეკანო | 7 | 3 | 1 | 3 | 9-14 | 10 |
11. | ლევანტე | 7 | 3 | 1 | 3 | 8-13 | 10 |
12. | სოსიედადი | 7 | 3 | 0 | 4 | 8-11 | 9 |
13. | სელტა | 7 | 3 | 0 | 4 | 9-8 | 9 |
14. | ვალენსია | 7 | 2 | 2 | 3 | 8-9 | 8 |
15. | გრანადა | 7 | 2 | 2 | 3 | 6-10 | 8 |
16. | ბილბაო | 7 | 2 | 2 | 3 | 9-14 | 8 |
17. | სარაგოსა | 7 | 2 | 0 | 5 | 5-9 | 6 |
18. | დეპორტივო | 7 | 1 | 3 | 3 | 9-14 | 6 |
19. | ოსასუნა | 7 | 1 | 1 | 5 | 7-11 | 4 |
20. | ესპანიოლი | 7 | 0 | 2 | 5 | 8-13 | 2 |
ბომბარდირები:
9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - ტომერ ჰემედი (მალიორკა); 4 - არიც ადურისი (ბილბაო), ოსკარ გონსალესი (ვალიადოლიდი), ალვარო ნეგრედო (სევილია).
მომდევნო ტური
20 ოქტომბერი
მალაგა-ვალიადოლიდი, რეალი-სელტა, ვალენსია-ბილბაო, დეპორტივო-ბარსელონა.
21 ოქტომბერი
ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, გრანადა-სარაგოსა, ოსასუნა-ბეტისი, რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, სევილია-მალიორკა, ხეტაფე-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: მსაჯის შეცდომებმა კლასიკოს შედეგზე იმოქმედა
ტიტო ვილანოვა: ლიონელ მესისნაირ ფეხბურთელს ვერასდროს ვიხილავთ
ლიონელ მესი: მოედანზე განსაკუთრებულები არ დარბიან!
პეპე: "ბარსელონას" ფეხბურთელების მსახიობობას უკვე მივეჩვიეთ
სერხიო რამოსი: "ბარსელონა" ჩვენზე უკეთ არ თამაშობდა
ანდრეს ინიესტა: დასანანია, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ