ლიონელ მესი ესპანეთში წლის ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთში წლის ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა ქვეყნის უმთავრესმა სპორტულმა გამოცემა "მარკამ" ჩაატარა.

მესიმ 115 ათასზე მეტი ხმა დააგროვა - გამოკითხულთა თითქმის 60 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ წელს 25 წლის არგენტინელმა კალენდარული წლის განმავლობაში ბომბარდირული რეკორდიც დაამყარა - 2012 წელს მან 91 გოლი გაიტანა.

2012 წელსვე მესიმ "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის თასი მოიგო.

წლის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგში მეორე ადგილი 14 პროცენტით მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ დაიკავა; მესამე კი, 10 პროცენტით, მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფეხბურთელი რადამელ ფალკაო გახდა.

"მარკას"
მკითხველებმა წლის მწვრთნელიც დაასახელეს - ეს პატივი მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელ დიეგო სიმეონეს ხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული