ლიონელ მესის ინფოგრაფიკა: მიღწეული და მისაღწევი

AutoSharing Option
უკვე მიღწეული: 91 გოლი კალენდარულ წელიწადში; 3 "ოქროს ბურთი", 2 "ოქროს ბუცი"; 281 გოლი "ბარსელონას" ოფიციალურ მატჩებში - კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი; 300-ზე მეტი გოლი "ბარსას" მაისურით ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებში (303 გოლი); 300-ზე მეტი ოფიციალური მატჩი "ბარსას" და არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში (319);

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ წელს მოიგო "ოქროს ბურთი", "ოქროს ბუცი" და "პიჩიჩი" (2009/10 წლების სეზონში); 14 გოლი ჩემპიონთა ლიგის სეზონში, ალტაფინის რეკორდის გამეორება (2011/12 წლების სეზონი);

25 საერთაშორისო გოლი ("ბარსაში" და არგენტინის ნაკრებში ერთად); 73 გოლი
სეზონში (2011/12 წლების სეზონი); 5 გოლი მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე ("ლევერკუზენის" კარში); ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ბომბარდირი (პირველი რაულია, მესი გაუთანაბრდა ვან ნისტელროის); მე-2 საუკეთესო საგოლე პროდუქტიულობა ლა ლიგაში (0,84 გოლი მატჩში, ჩამორჩება მხოლოდ ზარას);

50 გოლი ლა ლიგის სეზონში (2011/12); ლა ლიგის ტოპ-ბომბარდირთა 10-ეულში დამკვიდრება; 4 სეზონი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა.

მისაღწევი: 15 გოლი რაულის რეკორდამდე ჩემპიონთა ლიგაში; 59 გოლი "ბარსას" ყველა დროის რეკორდამდე ამხანაგური მატჩების გათვალისწინებით (რეკორდი ეკუთვნის პაულინიო ალკანტარას);

რამდენიმე დღე "ოქროს ბურთის" მე-4-ედ, სარეკორდოდ მოპოვებამდე (სავარაუდოდ); 1-იც და გახდება პირველი ფეხბურთელი, ვინც 3 "ოქროს ბუცს" მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი წლის ფორვარდია
ლიონელ მესი ესპანეთში წლის ფეხბურთელად დაასახელეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესიმ თუ ამ ტემპით გააგრძელა ბურთების გატანა და მითუმეტეს ასეთი დონის თამაში ნამდვილად ყველა რეკორდს მოხსნის და პელეც მასთან მონაგონი გახდება...
CRESSI
16:23 05-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული