ესპანური პრესა: რადამელ ფალკაოს "რაღაც" ხელშეკრულება აქვს "რეალთან"

AutoSharing Option
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტს, ენრიკე სერესოს უთქვამს პირად საუბარში, რომ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს რაღაც ხელშეკრულება უკვე აქვს გაფორმებული მადრიდის "რეალთან".

ცოტა არ იყოს, უცნაურია, კლუბის ბოსმა ასეთი დარღვევის შესახებ იცოდეს და რეაგირება არ ჰქონდეს, ეს ხომ კლუბებს შორის დიდ სკანდალს გამოიწვევდა და "რეალი" დიდძალი თანხით დაჯარიმდებოდა. 

ადრე აგორდა ხმა, თითქოს კოლუმბიელს თანაგუნდელებისთვის ეთქვას, რომ მომავალ სეზონში უკვე "რეალის" ფეხბურთელია. მართალია, თავად ფალკაომ ეს მრავალჯერ უარყო, მაგრამ ჭორიკანა ჟურნალისტები მაინც ვერ გააჩერა.

რადამელ ფალკაო 17 გოლით ლა ლიგაში
ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო: ვფიქრობ, "ატლეტიკოში" სეზონის ბოლომდე დავრჩები
რადამელ ფალკაო - მესისთან და რონალდოსთან გაჯიბრებული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული