კრიშტიანო რონალდომ შვილი დაიფიცა...

AutoSharing Option
ის "რეალში" უბედური აღარ არის
გახსოვთ, ალბათ, სეზონის დასაწყისში კრიშტიანო რონალდომ ყველა გააოცა, როცა განაცხადა, რომ "რეალში" თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. მაშინ პორტუგალიელი ვარსკვლავი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და გუნდიდან გაშვება სთხოვა.

ახლა ფეხბურთელი აცხადებს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა:

"დიახ, სიტუაცია შეიცვალა. ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მიყვარს, რასაც ვაკეთებ კიდევაც. ახლა მოედანზე და ჩემს თანაგუნდელთა გარემოცვაში თავს კარგად ვგრძნობ. შესაძლოა, ჩემი აზროვნებაც შეიცვალა. ერთი რამ ასპროცენტიანია - მაშინდელ ამბებთან ფული არავითარ კავშირში არ იყო, შემიძლია შვილი დავიფიცო".

კონტრაქტზე არ
წუხს
რონალდო ამბობს, რომ ახლა სასტიკად არ სურს "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკი და არც ამ თემის განხილვას აპირებს კლუბში.

"ახლა არ ვაპირებ, კონტრაქტის თემას დავუთმო ბევრი დრო. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ მიმდინარე ამოცანებზე. ეს კი არის "რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება და წარმატება ქვეყნის თასის გათამაშებაში. კონტრაქტი ახლა არ მაღელვებს".

"მესი" - რონალდოს, როგორც წითელი ნაჭერი ხარს
კრიშტიანოს სუსტი წერტილი უპოვეს - პორტუგალიელს ძალიან აღიზიანებს, როცა ლიონელ მესის უხსენებენ. ამას წინათ პორტუგალიის ნაკრებში მომხდარ ინციდენტზე უკვე ვწერდით. ამ ამბავს გაგრძელებაც ჰქონდა. ახლა რონალდო ჟურნალისტმა შეაწუხა მესის ხსენებით. ჟურნალისტმა ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კომენტირება სთხოვა:

"ღმერთო ჩემო, ნუთუ არ შეგიძლიათ გონივრული, საინტერესო კითხვა დამისვათ? მაშ, შემეკითხეთ! ნუ მეკითხებით იმ ფანზე. ათი წელია, ნაკრებში ვარ და ეს ინციდენტი ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს სანაკრებო კარიერას. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება".

დაბადების დღე და დიდი ტორტი
კრიშტიანო რონალდო 5 თებერვალს (ამავე დღეს ნეიმარი 21 წლის გახდა) 28 წლის გახდა. პორტუგალიელმა იუბილე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე აღნიშნა, ეს ფოტოც იქიდანაა. ფოტო რონალდომ "ფეისბუქის" გვერდზე დადო შემდეგი კომენტარით:

"დიდებული დღე იყო. ბრწყინვალე გამოდგა დაბადების დღის აღნიშვნა ეროვნულ ნაკრებში" .

Sportall.Ge
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდოს სამშობლოში ფანმა "მესი, მესი" უძახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული