პეპე: ჟოზე მოურინიოს განცხადებები არაადეკვატურია [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ იკერ კასილიასი დაიცვა, რომელიც ჟოზე მოურინიომ გააკრიტიკა.

მოურინიომ კასილიასზე საუბრისას თქვა, რომ გუნდში პრობლემები მაშინ იწყება, როცა ვინმეს თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია.

"მწვრთნელის განცხადებები ჩემი აზრით, არაადეკვატურია. იკერი "რეალის" ნაწილია, ის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელია, როგორც აქ ისე ესპანეთის ნაკრებშიც.

ფეხბურთელებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან კლუბისთვის ყველას კარგი გვსურს",
- თქვა პეპემ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კასილიასმა ხელის ტრავმა მიიღო. ხოლო როცა გამოჯანმრთელდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ახლა ძირითადის მეკარე დიეგო ლოპესია.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის 34-ე
ტურის შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" "ვალიადოლიდს" ანგარიშით 4:3 სძლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო მადრიდში პოლიციამ დააკავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული