ანდონი სუბისარეტა: ლეო მესი 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ხსნის, თუ რატომ არ თამაშობს ლეო მესი მთელ მატჩს.

მისი აზრით, არგენტინელს ჯერ კიდევ არ მიუღწევია შესაბამისი ფიზიკური კონდიციებისთვის: "მესის უკვე შეუძლია ბრძოლა და კარგი თამაში, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა "ბეტისთან" შეხვედრაში. მაგრამ ის ჯერ კიდევ არაა მზად მოედანზე 90 წუთი გაატაროს. ამიტომ, მწვრთნელები ახლა მას შეცვლაზე ათამაშებენ".

შეგახსენებთ, რომ "ბეტისთან" შეხვედრაში ლეო მესი 56-ე წუთზე გამოჩნდა, დუბლი შეასრულა და ტიტო ვილანოვას გუნდს 4:2 მოაგებინა.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: კრიშტიანო რონალდოსთან სალაპარაკო არაფერი მაქვს
ტიტო
ვილანოვა: "ბარსელონამ" გაშვებულ გოლს კარგად უპასუხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული