ნეიმარი: "ბარსელონას" არჩევა ღმერთმა მიკარნახა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა ნეიმარმა აღნიშნა, რომ შეეცდება, გუნდში ადაპტაცია სწრაფად გაიაროს.

21 წლის ბრაზილიელის ოფიციალური წარდგენა 3 ივნისს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადაბირება "რეალსაც" სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ბარსელონა" არჩია.

"რჩევა ღმერთს ვთხოვე და მან სწორი გადაწყვეტილება მიკარნახა. ამიტომ ავირჩიე "ბარსელონა". ეს იყო გულის სურვილი.

ვიცი, რომ ახალ გუნდში ადაპტაცია ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდები, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს",
- თქვა ნეიმარმა.

მომზადებულია Sambafoot-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული