ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი "ლურჯებმა" "ბენფიკადან" 2010 წელს 25 მლნ ევროდ გადაიბირეს და დღეს ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად სახელდება.
Marca მიიჩნევს, რომ "ჩელსი" ლუისს 40 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა და გამოცემა ვარაუდობს, რომ საჭირო თანხის მოსაძიებლად კატალონიელებს ტიაგო ალკანტარას ან ტელიოს გასხვისება მოუწევთ.
"ბარსელონას" ინტერესზე კომენტარი ფეხბურთელმაც გააკეთა.
"ჩემი მიზანია, საფეხბურთო მოედანზე თავი ბედნიერად ვიგრძნო. ეს კი მხოლოდ ისეთ გუნდშია შესაძლებელი, რომელიც
"ბარსელონა" ბოლო წლებში ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. ვიცი, რომ წარსულში ჩემი გადაბირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ამ კლუბისგან ახლანდელ ინტერესზე არაფერი მსმენია", - უთხრა ლუისმა ბრიტანულ პრესას.