ხავიერ კლემენტე: ნეიმარის ვარცხნილობა და ექსცენტრულობა მაღიზიანებს

AutoSharing Option
21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე კომენტარი ხიხონის "სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემაც გააკეთა.

სპეციალისტმა ფეხბურთელი ვარცხნილობის გამო დაიწუნა.

"ნეიმარზე ბევრი არაფერი ვიცი. ის მხოლოდ ტელევიზორში მინახავს, მაგრამ არის რაღაცეები, რაც არ მომეწონა.

მაგალითად, არ მომეწონა მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ასევე მაღიზიანებს მისი ვარცხნილობა და ექსცენტრულობა.

თუმცა, რადგან "ბარსელონა" მასში ამდენს იხდის და მისი გადაბირება მადრიდის "რეალსაც" სურდა, ვფიქრობ, კარგი მოთამაშე უნდა იყოს",
- აქვეყნებს კლემენტეს ნათქვამს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის
შემდეგ. ბრაზილიელის ტრანსფერი ესპანეთის ჩემპიონებს 54 მლნ ევრო დაუჯდებათ.

ასევე იხილეთ:

ნეიმარის სარეკლამო კლიპმა ჰომოსექსუალები აღაშფოთა [VIDEO]
ნეიმარი: "ბარსელონას" არჩევა ღმერთმა მიკარნახა
ნეიმარი "ბარსელონას" 54 მილიონი ევრო დაუჯდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული