ვარაუდობდნენ, რომ "ჩელსიში" წასული ჟოზე მოურინიოს ადგილს კარლო ანჩელოტი დაიკავებდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი პსჟ-ში მუშაობით ისევე კმაყოფილია, როგორ მისით პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა.
შედეგად, პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩეული პერესი "რეალის" მწვრთნელად ზიდანის დანიშვნას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მწვრთნელად აქამდე არ უმუშავია.
"რეალი" შესაძლოა, ზინედინმა გაწვრთნას. მას საკმარისად აქვს კვალიფიკაცია და ის ჩვენი კლუბის ნაწილია.
ეს საკითხი ჯერჯერობით არ განგვიხილავს,
ვფიქრობ, ზიდანს შეუძლია იმუშაოს როგორც ოფისში, ისე სამწვრთნელო სკამზე", - აქვეყნებს პერესის სიტყვებს Football Espana.
ასევე იხილეთ:
ფლორენტიო პერესი "რეალის" პრეზიდენტად უალტერნატივოდ აირჩიეს
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი გახდება
ჟოზე მოურინიო: ბოსთან 5 წუთი ვილაპარაკე და დაბრუნება გადავწყვიტე