"ნამდვილად არ მინდა ადამიანები ჩემზე, როგორც მოურინიოს თავგადაკლულ კრიტიკოსზე, ისე ფიქრობდნენ. ეს ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ვაღიარებ, რომ არ მომწონს მისი გაწვრთნილი გუნდების თამაში.
წყობილებიდან გამოვყავდი იმის ყურებას, თუ რას სჩადიოდა "რეალი" იმ კონცეფციის ფონზე, რომელსაც ეს კლუბი მანამდე მისდევდა.
ზიდანი, რობერტო კარლოსი - ესენი უბრალოდ ზებუნებრივები იყვნენ. ისინი მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბატონობდნენ. სხვა რომ
დიად კლუბს არ აქვს უფლება თამაშობდეს ისე, როგორც მოურინიოს "რეალი". ჩვენ არ ვცდილობთ გაზონი გავახმოთ და ის კარტოფილის ნათესებს ემსგავსება. ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს არ ვურტყამთ ოცდაათიათასჯერ და არ ვცდილობთ თამაშის გრადუსის ასე აწევას. ამას მაშინაც არ ვკადრულობდით, როდესაც სატურნირო ცხრილში "რეალი" ჩვენზე მაღლა იდგა.
ხან ვიმარჯვებდით, ხან ფრეს ვჯერდებოდით და ხანაც ვმარცხდებოდით, მაგრამ ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიის ერთგული ყოველთვის ვრჩებოდით", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს Goal.com.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ჟურნალისტებმა ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღეს