"ბარსელონა" რაფაელ ვარანს ვერ შესწვდა

AutoSharing Option
ესპანური პრესის მტკიცებით, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალიდან" რაფაელ ვარანის გადაყვანა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

20 წლის ფრანგმა ჩემპიონატში ამ სეზონში 15 მატჩი ითამაშა. მას მომავალ სეზონში დაცვის ხაზის შეუცვლელ წევრად მიიჩნევენ.

ვარანმა თავად განაცხადა უარი "ბარსელონაში" გადასვლაზე, რადგან ის დიდად აფასებს, რომ "სამეფო კლუბში" ენდობიან.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს. ახლა ყველაზე რეალურ კანდიდატად "რეალ სოსიედადის" ახალგაზრდა მცველი ინიგო მარტინესი განიხილება.

ასევე იხილეთ:
ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული