მადრიდის "რეალი" ჰალკის იჯარით აყვანას გეგმავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ჰალკის დამატების ვარიანტს განიხილავს.

ესპანური პრესის აზრით, "სამეფო კლუბი" "ზენიტს" ფეხბურთელის იჯარით გამოშვებას შესთავაზებს, იჯარის დასრულების შემდეგ კი "რეალს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

არის მეორე ვარიანტიც - "რეალი" ჰალკში 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

აქამდე პრესაში ცნობილი იყო "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" ინტერესი, თუმცა რუსული კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ჰალკის ტრანსფერზე მოლაპარაკება არავისთან არ მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:
ჰალკი - სუპერგმირი ბრაზილიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული