"ბარსელონა" ანდონი სუბისარეტას უშვებს

AutoSharing Option
ესპანური მედიის მტკიცებით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არ არის კლუბის სპორტული დირექტორის მუშაობით კმაყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ეს თანამდებობა წარსულში ცნობილ მეკარე ანდონი სუბისარეტას უკავია.

სანდრო როსელმა გადაწყვიტა, არ გაუგრძელოს ხელშეკრულება სუბისარეტას. პრეზიდენტი უკმაყოფილოა, რომ ისეთმა ფეხბურთელმა, როგორიც ტიაგო ალკანტარაა, "ბარსელონა" შეიძლება დატოვოს სულ რაღაც 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო კრისტიან ტელიოში სულაც 10 მილიონი გადაიხადონ.

როსელი იმითაც უკმაყოფილოა, რომ "ბარსამ" ხეირიანი ცენტრალური მცველი ამ დრომდე ვერ იყიდა.

ასევე იხილეთ:
ანდონი სუბისარეტა: ლეო მესი 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული