იოჰან კრუიფი: ნეიმარის ყიდვის შემდეგ მესის გაყიდვაზე დავფიქრდებოდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა ესპანურ გუნდზე ისაუბრა.

"ნეიმარის ყიდვის შემდეგ ლიონელ მესის გაყიდვის ვარიანტზე დავფიქრდებოდი. ზოგი ამაში დამეთანხმება, ზოგიც არა.

ასეთი დონის ფეხბურთელების გუნდში ყოფნის დროს მცირე დეტალები იჩენს თავს.

მაგალითს
მოგიყვანთ - საჯარიმო დარტყმები. ნეიმარმა დაამტკიცა, რომ ამ კომპონენტში ძლიერია, მესიც ანალოგიურია. აბა, მაშინ ვინ შეასრულებს საჯარიმოებს?

ან სხვა საკითხი ავიღოთ: ნეიმარს და "ბარსელონას" აქვს კონტრაქტები "ნაიკთან", ხოლო მესის "ადიდასთან". ამ სიტუაციამ შესაძლოა "ბარსელონას" პრობლემები შეუქმნას",
- თქვა კრუიფმა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაგიწყვეტიათ ერთმანეთი!! :)))
პ.ს. ჰალა მადრიდ!!!
Georgi
15:08 25-06-2013
0
გაიხარე, მარტლა დაუცჰამიატ ერტმანეტი. ჰალა მადრიდ
badri
15:19 25-06-2013
0

სიახლეები პოპულარული