ესპანეთის ნაკრები ბრაზილიაში სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ნაკრების ფეხბურთელებმა ღამის კლუბში ორგია მოაწყვეს.

კონფედერაციათა თასის პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ურუგვაი 2:1 დაამარცხა. ეს შეხვედრა რესიფეში გაიმართა. სასტუმრო "გოლდენ ტულიპში" დაბრუნებულმა 6-მა ესპანელმა აღმოაჩინა, რომ გაძარცვულია. ესპანელებმა ბრაზილიის პოლიციას მიმართეს.

"გლობოსპორტეში" ისტორია ასე დაიბეჭდა: თითქოს, ესპანელებმა გამარჯვება სასტუმროს ღამის კლუბში ადგილობრივი ბენდის დაქირავებით და სმით აღნიშნეს. იმავე გაზეთის ინფორმაციით, ბენდის წყალობით ესპანელებთან 5 მეძავიც მოხვდა, რომელთაც ღამე ფეხბურთელების და ერთ-ერთი მწვრთნელის ნომერშიც გაათენეს. დილით კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ გაძარცვულები
არიან.

"ეს ისტორია მიზანმიმართულია ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა წინააღმდეგ, მათი იმიჯის გასაფუჭებლად. სასტუმროში მსგავსი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ქურდობას, ჩვენ არ ვაბრალებთ ბრაზილიას არაფერს, ასეთი სამწუხარო ფაქრები ყველგან ხდება, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის - ესპანეთშიც და ამის გადაფარვა ბინძური ისტორიის მოგონებით ცუდი საქციელია", - ვკითხულობთ ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ საიტზე.

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს რეკორდი: 28 მატჩი წაუგებლად!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული