გაზეთს აინტერესებდა, რამდენად ენდობა ინჩადა ახალ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარს იტალიელი თავკაცის იმედი არ აქვს. კარლო ანჩელოტის გამოკითხულთა 54% ენდობა.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის ანჩელოტი 26 ივნისს გახდა "სამეფო კლუბის" ახალი თავკაცი, მან "რეალთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ანჩელოტის ერთ-ერთ ასისტენტად ლეგენდარული ზინედინ ზიდანი იმუშავებს.
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: გარდამავალი ეტაპი ზიზუმდე?