ხესუს ნავასი: პენალტების სერია, უბრალოდ, თამაშის ნაწილია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი გაიტანა იტალიის ეროვნულ გუნდთან კონფედერაციათა თასის ნახევარფინალურ მატჩში, აღნიშნა, როცა თერთმეტმეტრიან ნიშნულს უახლოვდებოდა, სრულიად მშვიდი იყო.

მისი თქმით, პენალტების სერია, უბრალოდ, თამაშის ნაწილია.

"როცა პენალტის ნიშნულს ვუახლოვდებოდი, აბსოლუტურად მშვიდი ვიყავი. ამაში გუნდი დამეხმარა.

არ მგონია, რომ პენალტებისთვის განსაკუთრებულად უნდა განეწყო, რადგან ის, უბრალოდ, თამაშის ნაწილია.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ისინი ისე თამაშობდნენ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ საქმე მაინც ჩვენ სასიკეთოდ გადავწყვიტეთ",
- თქვა ნავასმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული