კარლო ანჩელოტი ანდრეა პირლოს მადრიდის "რეალში" ექაჩება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარცმველი ანდრეა პირლო მადრიდის "რეალის" სტრანსფერო სამიზნეების ჩამონათვალში აღმოჩნდა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

პირლოს მადრიდელთა ახალ თავკაცთან, კარლო ანჩელოტისთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ერთად ისინი "მილანში" იყვნენ, თუმცა ანჩელოტის წასვლის შემდეგ მილანური კლუბისთვის პირლო ზედმეტი გახდა. შედეგად, ორი წლის წინ ფლეიმეიკერი ტურინულ გრანდში გადაბარგდა.

მიუხედავად ასაკისა, ანდრეა "ბებერი ქალბატონის" ლიდერად იქცა და ტურინელებთან ერთად ორი სკუდეტოს მფლობელიც გახდა.

პირლოს თამაშმა ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაცაითა თასზეც მოახდინა შთაბეჭდილება და გასაკვირი არ იქნება, ანჩელოტი მის მადრიდში გადაყვანას ლამობდეს.

სხვა საქმეა,
შეელევა თუ არა "იუვენტუსი" თავისი შეტევების მთავარ კონსტრუქტორს. თუკი გარიგება მაინც შედგა, მიუხედავად ფეხბურთელის სოლიდური ასაკისა (პირლო 34 წლისაა), "რეალს" დიდი თანხის გაღება მოუწევს.

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო: ბრაზილიაში უკვე შემარქვეს პირლინიო
პირლოს გზა - ნაწყვეტები ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან
მადრიდის "რეალის" ფანების ნახევარი კარლო ანჩელოტის არ ენდობა
კარლო ანჩელოტი: მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ - ჩემი ოცნება ახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული