ტიტო ვილანოვას ახალი ასისტენტი ჰყავს - რუბი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ახალი ასისტენტი ჰყავს - რუბი.

ჟოან ფრანსესკ ფერერ სისილია ანუ რუბი აქამდე სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე "ჟირონას" მთავარი მწვრთნელი იყო. "ჟირონა" ახლოს იყო ლა ლიგაში გადმოსვლასთან, მაგრამ პლეი ოფში დამარცხდა და 43 წლის რუბიც გუნდიდან წავიდა.

რუბი ახალ სამსახურში 15 ივლისს უნდა გამოცხადდეს, სწორედ მაშინ იწყებს "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის მზადებას. ვილანოვას ასისტენტმა 1+1 სისტემით მოაწერა ხელი კონტრაქტს.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა პარალელურად მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მას ლა ლიგის გასულ სეზონში ბევრი გაუცდა და მას
ასისტენტი ჟორდი როურა ცვლიდა. როურა კლვავ რჩება სამწვრთნელო შტაბში.

ასევე იხილეთ:
იოჰან კრუიფი: ტიტო ვილანოვა უნდა გადადგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული