მადრიდის "რეალი" დანებდა: გარეთ ბეილს ვერ იყიდის...

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა შეეგუა, რომ გარეთ ბეილს ამ სატრანსფერო სეზონში ვერ იყიდის.

ამის მიზეზი "ტოტენჰემის" ბოსის, დენიელ ლევის პოზიციაა, ის ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით, დიალოგზეც არ მიდის ფლორენტინო პერესთან.

"სამეფო კლუბის" ბოსმაც გადაწყვიტა, ამ ზაფხულში მეტი მცდელობა არც გააკეთოს უელსელის შესაძენად.

ამასობაში, "ივნინგ სტანდარდში" დაიწერა ბეილის აგენტის სიტყვები, რომ "რეალს" მათთვის არაფერი შეუთავაზებია და რომ ბეილი "ტოტენჰემში" თავს შესანიშნავად გრძნობს.

თუმცა "რეალი" 23 წლის ფეხბურთელის შეძანას ზუსტად 12 თვის შემდეგ შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ბეილს კიდევ 3 წელი რჩება კონტრაქტით
"ტოტენჰემში" სათამაშო.

ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილმა გადაწყვიტა: მადრიდის "რეალი"!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული