მადრიდის "ატლეტიკოს" დავიდ ვილია სურს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" სამწვრთნელო შტაბი, დიეგო სიმეონეს მეთაურობით, დაინტერესებულია დავიდ ვილიას შეძენით.

ნეიმარის ყიდვის შემდეგ "ბარსელონაში" 31 წლის ვილიას ნაკლები შანსი აქვს. ნაკლები სათამაშო პრაქტიკა მუნდიალის წინ კი ავტომატურად ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნასაც ნიშნავს, რისი მომსწრენიც ვილიას შემთხვევაში უკვე გავხდით ამ კონფედერაციათა თასზე.

მადრიდელებს უფრო "სევილიას" შემტევის, ალვარო ნეგრედოს ყიდვა სურდათ, მაგრამ ანდალუსიელებთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

"ატლეტიკოსთვის" პრობლემას იმდენად სატრანსფერო თანხა არ წარმოადგენს, რამდენადაც ვილიას მაღალი ხელფასი. "ელ გუახეს" თუკი "ატლეტიკოში" თამაში სურს, ხელფასის მოკლება
მოუწევს.

ასევე იხილეთ:
დავიდ ვილია: ახლა მხოლოდ ნაკრებში გამოსვლაზე ვფიქრობ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული