მარტინ დემიკელისი მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა

AutoSharing Option
დავიდ ვილიას შემდეგ მადრიდის "ატლეტიკომ" კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი დაიბევა - არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი მომავალ სეზონს დიეგო სიმეონეს გუნდში გაატარებს.

32 წლის ფეხბურთელს "მალაგასთან" ხელშეკრულება დაუსრულდა. მისი გადაბირება "რივერ პლეიტს" სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება ერთი წლით გადასწია.

"მოხარული ვარ, წარმატებულ კლუბში რომ ჩავირიცხე, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. "მალაგას" და "რივერს" ბოდიში, მაგრამ დიეგო სიმეონემ არჩევანის გაკეთება "ატლეტიკოს" სასარგებლოდ გამიადვილა", - განაცხადა დემიკელისმა.

შეგახსენებთ, რომ მარტინ დემიკელისმა 7 სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა. არგენტინის ნაკრებში მან 37 მატჩში 2 გოლი
გაიტანა.

ასევე იხილეთ:
დემიკელისი ოფიციალურად მალაგელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული