სანდრო როსელი: ხოსეპ გვარდიოლას ნათქვამმა შოკში ჩაგვაგდო!

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა აღიარა, რომ ხოსეპ გვარდიოლას სიტყვები მისთვის მოულოდნელი და უსიამოვნო იყო.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა ახლახან კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. პეპის თქმით, "ბარსადან" წასულს კატალონიური კლუბიდან მაინც არ ასვენებდნენ და ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის მომიზეზებით, გუნდში დაბრუნებაზე მის დაყოლიებას ცდილობდნენ.

"ის, რაც გვარდიოლამ თქვა, ტყუილია. მისი სიტყვები ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. შეგიძლიათ მოიძიოთ კიდეც არქივებში, როდის რას ვამბობდით ჩვენი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელზე.

მისი კომენტარის გამო გაოცებული ვარ, რადგან თუკი ბრალს გდებენ, ფაქტებიც ხომ უნდა წარმოადგინონ?!

მართლა არასდროს
გვიცდია, ტიტოს ავადმყოფობით გვესარგებლა და შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია გვარდიოლას განცხადება.

არ ვიცი, რას გულისხმობს გვარდიოლა, როდესაც ჩვენგან თავის დანებებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" დატოვა, მასთან საუბარი იქამდე არ გვქონია, სანამ "ბაიერნში" მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნა - მაშინაც ჩვენ მისალოცად დავუკავშირდით.

ამ ვითარებაში "ბარსელონას" გულშემატკივრებს მოვუწოდებ, წარსულში მიღებული მწარე გამოცდილებით იხელმძღვანელონ, როდესაც იოჰან კრუიფის დროს კლუბი ორ ბანაკად იყო გახლეჩილი - მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

არ მინდა, ახლაც იგივე განმეორდეს. ჩვენი სურვილია, რომ "ბარსელონაში" კვლავაც აღფრთოვანებულნ
ი იყვნენ გვარდიოლათი და მასში კლუბის ცოცხალ ლეგენდას ხედავდნენ", - აქვეყნებს კატალონიელთა პრეზიდენტის ნათქვამს Marca.

ასევე იხილეთ:

ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" მენეჯმენტის მდაბიური საქციელი არ დამავიწყდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული