დავიდ ვილია: ყველაფერს ვიზამ, რომ გუნდმა ფალკაოს არყოფნა არ იგრძნოს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა დავიდ ვილიამ ახალ კლუბზე ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დიად კლუბში ყოფნა. "ატლეტიკოსთვის" ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია. მომდევ
ნო სეზონს დიდი მოტივაციით ვხვდები. მინდა, რომ ამ გუნდის ფანები ბედნიერები იყვნენ, ეს ჩემთვის გამოწვევაა.

"ატლეტიკო" უკვე არის გუნდი-გამარჯვებული. "ბარსელონაში" ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იმდენს არ ვთამაშობდი, რამდენიც მინდოდა. კარიერის ეს ნაწილი უკვე დასრულდა, ახლა კი ახალი იწყება, რომელიც ძალიან მაგარი იქნება.

ყველაფერს ვიზამ, რომ გუნდმა ფალკაოს არყოფნა არ იგრძნოს. "ატლეტიკომ" მესამე ადგილი დაიკავა ლა ლიგაში, კოპა
დელ რეი მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ამ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის რთული მისაღები არ იყო.

გადავწყვიტე, "ბარსელონა" იმიტომ დამეტოვებინა, რომ რეგულარულად მეთამაშა და ნაკრებში მოვხვ
ედრილიყავი", - თქვა ვილიამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული