ბაზაზე ბოლოჯერ მივიდა ტიაგო ალკანტარა, რომელიც 25 მილიონ ევროდ მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელი დაემშვიდობა ყოფილ გუნდელებს.
პირველი ვარჯიში ტიტო ვილანოვამ კი 16 ივლისს ჩაატარა, თუმცა მასში მონაწილეობა სრულყოფილად მთელმა გუნდმა ვერ მიიღო.
ბაზაზე პირველი გუნდის 12 ფეხბურთელი შეიკრიბა: ხოსე პინტო, ოიერი, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ხავიერ მასკერანო, ადრიანო კორეია, ალექს სონგი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ლიონელ მესი, კრისტიან ტელიო და ალექსის სანჩესი.
სერხიო ბუსკეტსს დაბადების დღე ჰქონდა (25 წლის
ბაზაზე იმყოფებიან პუიოლი, კვენკა და აფელაი, მაგრამ ტრავმების გამო ისინი ვერ ვარჯიშობენ გუნდთან ერთად.
პირველ ვარჯიშს ტიტო ვილანოვასა და ანდონი სუბისარეტას პრესკონფერენცია მოჰყვა.