აიტორ კარანკას უარი მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსის"

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს ასისტენტი, ბასკი სპეციალისტი აიტორ კარანკა მადრიდის "რეალიდან" წავიდა. მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა "სამეფო კლუბთან", მაგრამ ურთიერთშეთანხმებით ის დაირღვა.

კარანკას "რეალში" ახალგაზრდული გუნდების გაწვრთნას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა.

მას შეეძლო, ლონდონის "ჩელსიში" მოურინიოს გაჰყოლოდა, პორტუგალიელს იქაც სურდა მისი ასისტენტობა, მაგრამ კარანკამ ამაზეც უარი თქვა.

კარანკას მიაჩნია, რომ დრო მოვიდა, სერიოზულ საქმეს მოკიდოს ხელი - დამოუკიდებლად გაწვრთნას რომელიმე გუნდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული