"ძალიან მშვიდი ვარ. ამ საკითხებით დამოუკიდებლად არასდროს დავკავებულვარ. იგივე ეხება მამაჩემსაც.
ჩვენ გვყავს მენეჯერები და იურისტები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ. ჩვენ მათ ვენდობით და გვჯერა, რომ ისინი ყველაფერს მოაგვარებენ", - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ 2006-09 წლებში ლეომ და მამამისმა ესპანეთის ხაზინას 4 მილიონი ევრო არ გადაუხადეს. თავად მესიმ კი ადრე თქვა, რომ არანაირი დარღვევა არ ჰქონია.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით