ხუან ვალერონს მშობლიურ კლუბში 3 ათასზე მეტი ფანი დახვდა

AutoSharing Option
კანარის კუნძულების გუნდ "ლას პალმასს" ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომელიც კარიერის პირველ ნაბიჯებს იქ დგამდა.

საუბარია ხუან ვალერონზე, ცნობილ ესპანელ ნახევარმცველზე, რომელიც საფეხბურთო სამყაროს უფრო ლა კორუნიის "დეპორტივოდან" ახსოვს.

38 წლის ვალერონი გასული სეზონის ბოლო ტურში დაემშვიდობა "დეპორს", რომელიც ლა ლიგიდან სეგუნდაში გავარდა. სწორედ სეგუნდას წევრია "ლას პალმასიც".

ვალერონი 1994-97 წლებში იცავდა "ლას პალმასის" ღირსებას. ვალერონი ამის შემდეგ "მალიორკასა" და "ატლეტიკოში" თამაშობდა. "დეპორტივოში" ხუან ვალერონმა 13 სეზონი გაატარა.

ესპანეთის ნაკრებში ვალერონმა 46 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ვალერონს მშობლიურ კლუბში 3 ათასზე მეტი
ფანი დახვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული