ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
"ნაიკის" მიერ შექმნილი "ბარსელონას" საგარეო ფორმა კატალონიის დროშის ფერების მსგავსად - ყვითლად და წითლადაა დაზოლილი. მაისურის საყელოს შიდა მხარეს კი კლუბის დევიზია წაწერილი - Mes que un Club ("მეტი, ვიდრე კლუბი").
კატალონიური გრანდის პრესსამსახური წერს, რომ ახალი ფორმა გულშემატკივართა შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი მიუნხენში გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინო ბარსელონაში კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა