ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
მართალია, ეს ჯერ არ დაუდასტურებია "ბარსელონას", მაგრამ ესპანეთის ყველა მოწინავე გამოცემამ და მათ შორის "მარკამ" გადაწყვეტილად დაწერა - არგენტინული "ნიუელს ოლდ ბოისის" მწვრთნელი ხერარდო "ტატა" მარტინო "ბარსელონას" მწვრთნელია.

მარტინომ 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ის კატალონიაშიც დაიხმარს ასისტენტებს, ელვიო პაოლოროსოს და ხორხე პაუტასოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტიტო ვილანოვა იძულებული გახდა, მწვრთნელობიდან გადამდგარიყო, რადგან მისი ავადმყოფობა პროფესიულ საქმიანობასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ასე რომ, ბარსელონურ ტიკი-ტაკას ახლა ტატა მარტინო მიხედავს.

ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინო ბარსელონაში კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა
ტიტო ვილანოვას გამოსათხოვარი წერილი:
...სიმშვიდე ყველაზე მეტად მჭირდება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული