ლიონელ მესი: "ბარსელონაში" ხერარდო მარტინოს დანიშვნა მე არ მომითხოვია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კატალონიელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ხერარდო მარტინოს დანიშვნაში მისი ხელი არ ურევია.

სამშაბათს გაცხადდა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი არგენტინელი სპეციალისტი იქნება, რამდენიმე გამოცემაში კი დაიწერა ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბმა არგენტინელი ვარსკვლავის აზრის გათვალისწინებით მიიღო.

"კლუბის პრეზიდენტთან საუბრისას მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მარტინო კარგი მწვრთნელია. მას პირადად არ ვიცნობ, არც მას შევხვედრივარ და არც ლუის ენრიკეს (ყოფილი პრეტენდენტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე).

გუნდში მარტინოს დანიშვნა, ჩემი აზრით, კარგი ნაბიჯია, რადგან მან თავი "ნიუელს ოლდ
ბოიზსა" და პარაგვაის ნაკრებში კარგად უკვე წარმოაჩინა.

თუმცა "ბარსელონას" პრეზიდენტისთვის მისი მოყვანა ნამდვილად არ მითხოვია",
- აქვეყნებს მესის ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული