ხერარდო მარტინო: მინდა, მოთამაშეებს რამდენიმე იდეა მივაწოდო, რომელიც "ბარსელონას" გააძლიერებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი ნდობისთვის. "ბარსელონას" დონის კლუბში მუშაობა ჩემთვის საამაყოა, თუმცა ვწუხვარ, რომ გუნდში ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვედი. ამიტომ ტიტო ვილანოვას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში.

ცხადია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები არ მიცნობენ. ევროპაში რომ მემუშავა, ალბათ, ვეცოდინებოდი, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში ვმუშაობდი.

ორ მნიშვნელოვან რამეზე უნდა დავფიქრდე - გუნდის სათამაშო სტილსა
და ზოგადად, თითოეული ფეხბურთელის სათამაშო სტილზე. მინდა, მოთამაშეებს რამდენიმე იდეა მივაწოდო, რომელიც "ბ
არსელონას" გააძლიერებს.

ნეიმარი და მესი ერთად? არ მგონია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელები ვერ შეთამაშდნენ. ეს პრობლემა არაა. თუ რამე სიძნელეები გაჩნდა, ეს მწვრთნელის ბრალი იქნებდა და არა ფეხბურთელების",
- თქვა მარტინომ.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული