ხერარდო მარტინოს "ბარსელონაში" ყოფილი შეგირდი მიჰყავს - გაიცანით სანტიაგო ვერხინი [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც "მარკა" იუწყება, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ "ბარსელონამ" 24 წლის ცენტრალური მცველი სანტიაგო ვერხინი შეიძინოს.

ვერხინი არგენტინულ "ნიუელს ოლდ ბოისში" თამაშობს, იმ გუნდში, რომელსაც "ბარსას" თავკაცი ხერარდო "ტატა" მარტინო ბოლო დრომდე წვრთნიდა.

როსარიოელი ვერხინი ტანმაღალია (191 სმ). "ბარსელონაში" ის, სავარაუდოდ, ჟერარდ პიკეს მეწყვილედ მოიაზრება.

ვერხინი "ველეს სარსფილდის" აღზრდილია, "ოლიმპიასა" და იტალიურ "ვერონაში" თამაშობდა. წლეულს "ნიუელს ოლდ ბოისის" შემადგენლობაში არგენტინის ჩემპიონი გახდა. არგენტინის ნაკრებში მან მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინოს "ბარსელონაში" 35 წლის თანამემამულე მცველი მიჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული