"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ: სესკ ფაბრეგასი არ იყიდება!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ სესკ ფაბრგასი არანაირ თანხაზე არ იყიდება.

სესკის "ბარსელონაში" დარჩენის აუცილებლობაზე ხერარდო მარტინომ პირველსავე პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

კატალონიურმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" უკვე ორი შეთავაზება უარყო ფაბრეგასის ტრანსფერზე. ინგლისელები "ბარსელონას" 41 მილიონ ევროს სთავაზობენ.

"ის, რომ იუნაიტედი სესკ ფაბრეგასით დაინტერესდა, ჩვეულებრივი მოვლენაა - სესკი შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა რამდენს გვთავაზობს მასში "იუნაიტედი", სესკი არ იყიდება", - განაცხადა ბარტომეუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: სესკ ფაბრეგასის ყიდვა ჩემი მთავარი მისიაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული