ხერარდო "ტატა" მარტინო თავის ახალ შეგირდებს პირველად სწორედ ოსლოში შეხვდა,თუმცა ის არ გაძღოლია გუნდს, შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნა თვალი, გუნდი კი ისევ რუბიმ, ამჯერად, უკანასკნელად გაიყვანა.
პირველ 15 წუთში ანგარიში 4:0 უნდა ყოფილიყო, ლიონელ მესის შესანიშნავი ქუსლური რომ გასული იყო და "ვოლერენგას" მეკარეს და მცველს ერთობლივად არ მოეგერიებინათ.
თუმცა მანამდე უკვე 3:0-ს იგებდა ესპანური გუნდი. ჯერ ალექსის სანჩესმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და ანგარიში
ტაიმში მეოთხე გოლი მაინც გავიდა, თავი ჯონათან დოს სანტოსმა გამოიჩინა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუტანა ნორვეგიელთა გოლკიპერს.
მეორე ტაიმში მესის შემცვლელმა ჟან-მარი დონგუმ დუბლი შეასრულა, "ბარსას" საუკეთესო გოლი კი ჟოან რომანის ანგარიშზეა - 7:0.
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 2:0 - ული ჰიონესის თასი მიუნხენში დარჩა [VIDEO]