ფერნანდო ტორესმა შეიძლება იჯარით "ვალენსიაში" ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა ლონდონის "ჩელსის" ფორვარდ ფერნანდო ტორესით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, "ღამურებს" და "არისტოკრატებს" შორის ტორესის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა, საუბარია 1-წლიან იჯარაზე.

29 წლის ფორვარდს ძალიან სურს 2014 წლის მუნდიალზე თამაში, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა არის საჭირო, ჟოზე მოურინიო კი ამას "ელ ნინიოს" ვერ ჰპირდება: "ტორესმა უნდა დამიმტკიცოს, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"ვალენსიას" კი თავის მხრივ რობერტო სოლდადოს შემცვლელის პოვნა ესაჭიროება, რადგან ფორვარდი დღე-დღეზე "ტოტენჰემში" გადავა.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ფერნანდო ტორესს
ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორესს უშვებს და ხედირა მიყავს?გადამრევს ეს მაურინიო,მართლაც უნდა წავიდეს ტორესი და მატა მაუ თვითშემოქმედ ფეხბურთელს ვერ იტანს
vasiko basiladze
17:58 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული