ჟოზე მოურინიო: ფერნანდო ტორესს ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ გუნდში არსებული კონკურენცია ყველა ფეხბურთელს წაადგება.

მისი თქმით, ფერნანდო ტორესი ამით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ძირითადში ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა.

"ვფიქრობ, ფერნანდო ბედნიერი უნდა იყოს, რომ კონკურენცია გაიზარდა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია.

ის კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ტორესი ერთადერთი ფორვარდი იყო "ჩელსიში", სანამ იანვარში დემბა ბა არ გამოჩნდა. ახლა კი გუნდში კიდევ სამი ფორვარდია. ეს კარგია",
- თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელების რიგებს "ლევერკუზენიდან" ანდრე შიურლე შეუერთდა და "ვესტ ბრომვიჩიდან" რომელუ ლუკაკუ დაბრუნდა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული