კრისტიან ტელიომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ხელშეკრულება გაუგრძელა 22 წლის ფორვარდ კრისტიან ტელიოს. ფორვარდი ხერარდო მარტინოს გეგმებში ჯდება. ამიტომაც ის "ბარსაში" 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კატალონიელმა შარშანდელ სეზონში 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ის დეკემბერში გახდა პირველი გუნდის ფეხბურთელი, როდესაც "ბარსასთან" კონტრაქტი გააფორმა.

ტელიო 11 წლიდან იზრდებოდა "ბარსელონას" აკადემიაში, მაგრამ შემდეგ "ესპანიოლში" წავიდა და 2010-ში დაბრუნდა.

დეკემბერში გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2014 წელს უსრულდებოდა, ახლის მიხედვით ტელიოს გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა.

ხერარდო მარტინო ტელიოში სისწრაფესა და ფიზიკურ მონაცემებს აფასებს.

ასევე იხილეთ:
კრისტი
ან ტელიო შესაძლოა, "დორტმუნდში" ან "შალკეში" გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული