ამის შესახებ Football Espana იუწყება.
ლიონელის მამა ხორხე, რომელიც ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს, მომავალ კვირას "ბარსელონას" პრეზიდენტს სანდრო როსელს შეხვდება, რომ არგენტინელი ფორვარდისთვის ხელფასის გაზრდაზე ესაუბროს.
აქვე გეტყვით, რომ 2013 წლის თებერვალში მესიმ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა და არაოფიციალური მონაცემებით ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ბონუსების გარდა 12 მილიონი ევროა.