სანდრო როსელი: მარტინო "ბარსელონას" უფრო მეტად შეეფერება, ვიდრე სხვა მწვრთნელები

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი თვლის, რომ ხერარდო მარტინოს დანიშვნა მთავარ მწვრთნელად სწორი გადაწყვეტილება იყო.

"მარტინო კლუბს უფრო მეტად შეეფერება, ვიდრე სხვა მწვრთნელები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ "ბარსელონაში".

ბევრი რჩევა მოვისმინე, როცა მარტინოს კანდიდატურას განვიხილავდი. არავის უთქვამს ცუდი ამ სპეციალისტზე.

შემდეგ მას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მას ჩვენი სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა შეხვდებოდა",
- თქვა როსელმა.

მომზადებულია Eleconomista-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული