"ვალენსიაში" რობერტო სოლდადოს ელდერ პოშტიგა შეცვლის

AutoSharing Option
"სარაგოსას" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 31 წლის თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა უახლოეს საათებში "ვალენსიას" ფეხბურთელი გახდება.

კლუბები უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელიც მზადაა, 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს "ღამურებთან".

პოშტიგას სნაცვლოდ "ვალენსია" არაგონულ კლუბს 3 მილიონ ევროს გადაუხდის, თანხა 5 მილიონამდე გაიზრდება თუკი ამ სეზონში პოშტიგა ლა ლიგაში 15 გოლს მაინც გაიტანს.

"სარაგოსას" ერგება ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერის 20%.

სხვათა შორის, პოშტიგამ შარშანდელ სეზონში 14 გოლი გაიტანა, ის "ვალენსიაში" "ტოტენჰემში" 30 მილიონ ევროდ გაყიდულ რობერტო სოლდადოს შეცვლის.

ასევე იხილეთ:
რობერტო სოლდადოს ნაცვლად "ვალენსია" ორ ფორვარდს
იყიდის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული