დანიელ ალვეში: "ბარსელონას" საქციელმა ძალიან გამაბრაზა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა საკუთარი აზრი გამოთქვა კლუბის ხელმძღვანელობის საქციელის შესახებ, რომელმაც ერიკ აბიდალს კონტრაქტი არ გაუნხაგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ აბიდალმა "ბარსელონაში" თამაშის დროს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.

"აბიდალის წასვლა ჩემთვის არასასიამოვნო სიურპიზი იყო. მას შემდეგ, რაც მან გააკეთა კლუბისთვის და გადაიტანა, გადაწყვეტილებამ კონტრაქტის არ გახანგრძლიევბის შესახებ ძალიან გამაბრაზა.

იმ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ მინდოდა, რომ აბიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელად დარჩენილიყო, თუმცა როცა ერიკი დაბრუნდა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს.

"ბარსელონა" აბიდალს აღდგენითი კურსის დროს მხარს უჭერდა, ამიტომაა "ბლაუგარანა" "მეტი, ვიდრე კლუბი". თუმსა
საერთო ჯამში ამ სიტუაციამ ჩემზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

უბრალოდ მინდოდა, რომ ფეხბურთი ცოტა უფრო სამართლიანი ყოფილიყო.

ერიკი მაინც დარჩება ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელად",
- თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ 34 წლის აბიდალმა კონტრაქტი "მონაკოსთან" გააფორმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ქნას ეხლა ბარსელონამ,უმკურნალეს მოარჩინეს,მაგრამ ვეღარ ითამაშა ადამიანმა იმ დონეზე,და პენსიონერების გუნდი ხო არ არის,პუიოლი არ ეყოფათ შესანახად. მას გუნდის ადმინისტრაციაში შესთავაზეს ადგილი და მე არ მესმის 34წლის ფეხბურთელს რამდენწლიანი კონტრაქტი უნდა შესთავაზონ კიდევ ერთი წელი ფორმის აღდგენაზე უნდა წავიდეს და რა 40წლის ათამაშდება?
giorgi
21:30 07-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული