შეგახსენებთ, რომ აბიდალმა "ბარსელონაში" თამაშის დროს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.
"აბიდალის წასვლა ჩემთვის არასასიამოვნო სიურპიზი იყო. მას შემდეგ, რაც მან გააკეთა კლუბისთვის და გადაიტანა, გადაწყვეტილებამ კონტრაქტის არ გახანგრძლიევბის შესახებ ძალიან გამაბრაზა.
იმ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ მინდოდა, რომ აბიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელად დარჩენილიყო, თუმცა როცა ერიკი დაბრუნდა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს.
"ბარსელონა" აბიდალს აღდგენითი კურსის დროს მხარს უჭერდა, ამიტომაა "ბლაუგარანა" "მეტი, ვიდრე კლუბი". თუმსა
უბრალოდ მინდოდა, რომ ფეხბურთი ცოტა უფრო სამართლიანი ყოფილიყო.
ერიკი მაინც დარჩება ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელად", - თქვა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ 34 წლის აბიდალმა კონტრაქტი "მონაკოსთან" გააფორმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით