სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონადან" წასვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ არ აპირებს გუნდის დატოვებას.

"ყოველთვის ვოცნებობდი "ბარსელონაში" მეთამაშა და არც ახლა გადამიფიქრია. ძალიან ბედნიერი ვარ აქ და წასვლაზე არ ვფიქრობ.

ამასთან დაკავშირებით ეჭვებიც არ მქონია. "ბარსელონაში" დაბრუნება იოლი არ იყო და ამიტომ აქ წარმატების მიღწევა მინდა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ "მანჩესტერ იუნიატედმა" ორი შეთავაზება გააკეთა, მაგრამ მოლაპარაკებები არ ყოფილა.

"ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მოლაპარაკებები არავისთან მქონია.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კლუბი მაფასებდა. ყველა მეუბნებოდა, რომ გუნდს შენი იმედი აქვს. ჯერ არ ყოფილა მიზეზი, რომ ამაში ეჭვი
შემეპარა",
- თქვა ფაბრეგასმა.

მომზადებულია Barcastuff-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული