კლუბის ახალი თავკაცი კარლო ანჩელოტი მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილია:
"კმაყოფილი ვარ გუნდის მოსამზადებელი ეტაპით, იმ სამუშაოთი, რაც ჩვენ ამერიკის კონტინენტზე გავწიეთ. "რეალში" ფანტასტიკური მიკლოკლიმატია, ყველაფერი კარგადაა - ჩვენ სეზონისთვის მზად ვართ!
"ინტერთან" მოვალეობებს გუნდმა კარგად გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი პროცესი რთული იყო, ბიჭები დაღლილობას გრძნობდნენ".
ანჩელოტიმ კონკრეტულ ფეხბურთელების მომავალზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსი ტალანტი დენის ჩერიშევი "რეალში" რჩება. იყო საუბარი, რომ მას "ლევანტეში" გაანათხოვრებდნენ: "ჩემი
ანჩელოტის თქმით განსხვავებული მდგომარეობაა ფაბიო კოენტრაოს შემთხვევაში: "კოენტრაოს გუნდიდან წასვლა სურს. მაგრამ მე მოხარული ვიქნები, თუკი დარჩება, ფაბიო ბრწყინვალე ფეხბურთელია", - განაცხადა ანჩელოტიმ.
იქვე ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" რჩება: "რეალთან" კოტნრააქტი კიდევ 3 წლით მაქვს, აქ თავს კარგად ვგრძნობ და არ მესმის, რატომ უნდა წავიდე", - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კოენტრაო ან ანხელ დი მარია გარეთ ბეილის ტრანსფერში შეიძლება "ხურდის" როლში აღმოჩნდნენ.
ასევე იხილეთ:
ვალტერ მაცარი: გასაოცარია, "რეალს" ერთხელაც რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]