ვისენტე დელ ბოსკე: "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" ჰეგემონია არ მომწონს

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ არ მოსწონს ქვეყნის ჩემპიონატში "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ჰეგემონია.

"ჩვენ გვაქვს შანსი, ესპანურმა ფეხბურთმა თავიდან აიცილოს რეგრესი, მაგრამ სამწუხაროდ, კლუბებს შორის ფინანსური უფსკრულია და ეს მათ თამაშზეც აისახება.

იდეალური იქნებოდა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ორზე მეტ გუნდს შეეძლოს ბრძოლა. ღმერთს ვთხოვ, რომელიმე კლუბი მიუახლოვდეს გრანდებს. ეს დიდი ნაკლია, თუმცა საერთო ჯამში, ჩვენი ჩემპიონატი მაინც ძალიან კარგია"
, - განაცხადა "ლა როხას" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ("ბარსელონას" და
"რეალის" გარდა) 2004 წლის მაისში "ვალენსიამ" მოიპოვა. მაშინ გუნდს რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. ამის შემდეგ კი ლა ლიგის ტიტულს მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" ეუფლებიან.

ახალი სეზონი ლა ლიგაში 17 აგვისტოს დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული