"მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგი სამუშაო გასწია აზიურ ტურნეზე. ჩვენ მზად ვართ სეზონის სტარტისთვის. მართალია, კონფედერაციათა თასზე მონაწილე ფეხბურთელებმა ნაკლები ივარჯიშეს სხვებთან შედარებით, თუმცა ჩვენ უკვე დავალაგეთ სათამაშო რგოლები", - განაცხადა ჩავიმ.
ესპანეთის ჩემპიონმა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილი აზიურ ტურნეში გაატარა, სადაც სხვადასხვა ქვეყანა მოიარა და მალაიზიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა ნაკრების 3:1 დამარცხების შემდეგ შინ დაბრუნდა.
"ბარსელონას" ახალი თავკაცი ხერარდო მარტინო 18 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტეს" წინააღმდეგ გაიყვანს.
ლა ლიგის წინ: "რეალის" ამერიკული და "ბარსელონას" აზიური ტრიუმფები [VIDEO]